AbitGo.geტესტების ლაბორატორია
0 / 20
პროგრესი 0 / 20
03:00:00
ქართული ენა და ლიტერატურა · 2025 · 2 ვარიანტი

ქართულის ტესტი 2 ვარიანტი

აქ ტესტს უბრალოდ არ ავსებ — ვარჯიშობ ისე, რომ ყოველი შეცდომა გასაგებ გაკვეთილად იქცეს. მონიშნე პასუხი, ნახე რა გამოგივიდა, გაიგე რატომ არის სწორი პასუხი სწორი და ბოლოს შეამოწმე შენი შედეგი.

ქართულის მომზადება · პასუხები · ახსნები

ქართულის ტესტი 2 ვარიანტი — აბიტურიენტის სასწავლო სივრცე

ეს გვერდი შექმნილია იმისთვის, რომ აბიტურიენტმა ქართულის ტესტი მხოლოდ ერთხელ არ „გაიაროს“, არამედ რეალურად ისწავლოს. შეგიძლია იმუშაო სავარჯიშო რეჟიმში, ნახო პასუხის ახსნა, გაიგო რატომ შეგეშალა და შემდეგ იგივე კითხვა უკვე სწორი ლოგიკით გაიაზრო.

თუ ემზადები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის და ეძებ ქართულის ტესტებს პასუხებით, ქართულის ტესტებს ახსნებით, ტექსტის გააზრების სავარჯიშოებს, ტექსტის რედაქტირებას ან ესეს მომზადებას, აქ ყველაფერი ერთ გვერდზე გაქვს — ტაიმერი, პროგრესი, კითხვები, სწორი პასუხები, შეცდომის განმარტება და წერითი დავალების სამუშაო სივრცე.

ტექსტის გააზრებაკითხვის ფოკუსი, ავტორის მთავარი აზრი, კონტექსტი და სწორი პასუხის ლოგიკა.
რედაქტირებაორთოგრაფია, პუნქტუაცია, სინტაქსი, სტილი და ტექსტის შინაარსის შენარჩუნება.
წერითი დავალებაარგუმენტი, მაგალითი, სტრუქტურა, აბზაცები, დასკვნა და ენობრივი სიზუსტე.
0/20

შენი შედეგი

ტექსტის რედაქტირება

გაასწორე ტექსტი ისე, რომ შინაარსი არ შეცვალო. ჯერ მოძებნე ორთოგრაფიული, სინტაქსური, პუნქტუაციური და სტილისტიკური შეცდომები, შემდეგ გადაწერე ქვემოთ.

მაგიდის ჩოგბურთი ვიქტორიანული ეპოქის ინგლისში წარმოიშვა სადაც ის, როგორც სალონური თამაში მხოლოდ მაღალი წრის წარმომადგენელებში იყო გავრცელებული. სავარაუდოთ, ამ თამაშის თავდაპირველი სახეობა ინდოეთში შეჰქმნეს ბრიტანელმა ოფიცრებმა რომლებმაც ის ევროპაში შემოიტანეს. 1921 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა მაგიდის ჩოგბურთის ასოციაცია, 1926 წელს კი – საერთაშორისო ფედერაცია. ამ თამაშის პირველ მსოფლიო ჩემპიონატსაც სწორედ ლონდონმა უმასპინძლა. სპორტის ეს სახეობა თბილისში „პინგ-პონგის“ სახელწოდებით შემოვიდა XX საუკუნის დასაწყისში. თბილისელები „პინგ- პონგს“ თამაშობდნენ ყველგან საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებსა თუ ოჯახებში. 1928 წელს მაგიდის ჩოგბურთი, როგორც „ბურჟუაზიული გადმონაშთი“ ხელისუფლებამ აკრძალა. მისი აღორძინება ჩვენ ქვეყანაში მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო. სწორედ ამ დროიდან არის იგი განსაკუთრებით პოპულარული. ეზოებში, დაწესებულებებში, ბაღებსა და პარკებში დგავდნენ სპეციალურ მაგიდებს, იქმნებოდა საწვრთნელი ჯგუფები, სამოყვარულო გუნდები, ხდებოდა ამხანაგური შეჯიბრებების მოწყობა. ამავე პერიოდში ჩაეყარა საფუძველი მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციასა და მწვრთნელთა საბჭოს. 1952 წელს ფოთში ჩატარდა საქართველოს პირველი ჩემპიონატი რის გამარჯვებულიც გახდა ირაკლი ხიმშიაშვილი.
0სიტყვა
16ქულა
შინაარსიარ შეცვალო
მაგიდის ჩოგბურთი ვიქტორიანული ეპოქის ინგლისში წარმოიშვა, სადაც ის, როგორც სალონური თამაში, მხოლოდ მაღალი წრის წარმომადგენლებში იყო გავრცელებული. სავარაუდოდ, ამ თამაშის თავდაპირველი სახეობა ინდოეთში შექმნეს ბრიტანელმა ოფიცრებმა, რომლებმაც ის ევროპაში შემოიტანეს. 1921 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა მაგიდის ჩოგბურთის ასოციაცია, 1926 წელს კი – საერთაშორისო ფედერაცია. ამ თამაშის პირველ მსოფლიო ჩემპიონატსაც სწორედ ლონდონმა უმასპინძლა. სპორტის ეს სახეობა თბილისში „პინგ-პონგის“ სახელწოდებით შემოვიდა XX საუკუნის დასაწყისში. თბილისელები „პინგ-პონგს“ თამაშობდნენ ყველგან –(/:) საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა თუ ოჯახებში. 1928 წელს მაგიდის ჩოგბურთი, როგორც „ბურჟუაზიული გადმონაშთი“, ხელისუფლებამ აკრძალა. მისი აღორძინება ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო. სწორედ ამ დროიდან არის იგი განსაკუთრებით პოპულარული. ეზოებში, დაწესებულებებში, ბაღებსა და პარკებში დგამდნენ სპეციალურ მაგიდებს, იქმნებოდა საწვრთნელი ჯგუფები, სამოყვარულო გუნდები, ეწყობოდა ამხანაგური შეჯიბრებები. ამავე პერიოდში ჩაეყარა საფუძველი მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციასა და მწვრთნელთა საბჭოს. 1952 წელს ფოთში ჩატარდა საქართველოს პირველი ჩემპიონატი, რომლის გამარჯვებულიც გახდა ირაკლი ხიმშიაშვილი.
🧠

წაკითხულის გააზრება

აირჩიე ტექსტი, წაიკითხე ბოლომდე და შემდეგ უპასუხე კითხვებს. სავარჯიშო რეჟიმში ყოველი პასუხის შემდეგ მიიღებ ახსნას.

ტექსტი I

წაკითხულის გააზრება და წერითი დავალება

ტექსტი I

ყურადღებით წაიკითხეთ გივი გეგეჭკორის ლექსი „ნუ წახვალ ისე, რომ არავის არ სცე ნუგეში“:

ამ წუთისოფლის სიტლანქეში და სიჩლუნგეში,
რადგან სიცოცხლე ეწირება, ბოლოს და ბოლოს,
ვერაგ სიკვდილთან თავიდანვე განწირულ ბრძოლას,
ნუ წახვალ ისე,
რომ არავის არ სცე ნუგეში!..
დე, იყოს სიტყვა გაცვეთილი, როგორც საფულე
ან როგორც დანა მზარეულის, –თუ დაზაფრულებს
უშველის, – მიეც და უბოძე მათ ხალათივით
სიტყვა-მკურნალი,ჯადოქარი და ალადინი.
სხვა საფიცარი შენ არ გინდა,
სხვა არტოშანი,
თუ იმათ სულში აყვავდება სიტყვა-შროშანი,
სიტყვა, უსიტყვოდ თავწახრილი სიტყვის უღელში.
ნუ წახვალ ისე,
რომ არავის არ სცე ნუგეში!..
შენ, უბადრუკზე უბადრუკო უბადრუკებში,
ერთსა და იმავ მდინარეში ორჯერ შესულო,
თუკი ღირსი ხარ, ღირსეულად რომ აღესრულო,
ნუ წახვალ ისე,
რომ არავის არ სცე ნუგეში!..
თუ არ დაგიდგამს,
დადგი ლამპა ფანჯრის რაფაზე
და ვისაც ერთხელ გაუნათებს, ის დააფასებს.
მხოლოდ ერთმანეთს დაეძებენ ჩვენი სულები,
ჩვენ ვართ ყველანი ერთი ხვედრით გადაბმულები,
არავისია არავისზე უმსუბუქესი,
ნუ წახვალ ისე,
რომ არავის არ სცე ნუგეში!..

ტექსტი II

ტექსტი II

ყურადღებით წაიკითხეთ ნაწყვეტი ილია ჭავჭავაძის მოთხრობიდან „კაცია-ადამიანი?!“:

– რა ნაღველი აქვთ იმისთანა, რომ ავადმყოფს თავი დამანებებინეს და აგრე საჩქაროდ მიბარებენ? – ჰკითხავდა ლამაზისეულს გზადაგზა ერთი ტანში მოხრილი, პატარა, მოკუნტული, დაღმეჭილი ბებერი დედაკაცი. – რა ვიცი? ხომ იცი, რომ უშვილონი არიან...
– ეგ ხომ მე უშენოდაც ვიცი, რომ შვილი არა ჰყავთ, – გააწყვეტინა სიტყვა ოსტატურად გამოქნილმა და ცბიერმა მკითხავმა. სულელს ლამაზისეულს გაუკვირდა: საიდამ იცისო!
– მაშ ქალაქში რომ მკითხავს აკითხვინეს და ეთქო, თელეთი ილოცეთო, ისიც გეცოდინება?.. – უთხრა გოგომა და დააცქერდა გაოცებული, ვნახოთ, რას იტყვისო.
– მაშ, ჩემო კარგო, ჩვენი ხელობა რა არის? პურს მაგითი ვჭამ და ეგ როგორ არ მეცოდინება? – მიუგო ოსტატმა დედაბერმა ისე არხეინად, ასე გგონია – მართლა იცოდაო.
– თელეთში რომ ვიყავით, ისიც იცი?
– გეუბნები, შვილო, ჩვენი ხელობა ეგ არის-მეთქი. მაგითი ვცხოვრობთ, მაშ არ გვეცოდინება?
ძალიან უხაროდა გულში მკითხავსა, რომ ამისთანა სულელი გოგო შეჰხვდა, რომ ზოგიერთი საჭირო ამბავი გზადაგზა გამოათქმევინა...
გოგომ თავლაზედ ამოატარა მკითხავი. მკითხავმა თავლის გარეშემო თვალი გადაავლო და ერთი ამოღრანტული რაღაცა შენიშნა. „ეს კარგია“, – სთქვა გულში.
ცოლ-ქმარი მოუთმენლად ელოდნენ მკითხავსა, ბოლოს მკითხავიც მოვიდა. რა წამსაც ფეხი ოთახში შემოდგა და თავი დაუკრა, მაშინათვე ოსტატურად მოფიქრებული სიტყვები მიაყარა:
– ძერასა ჰკითხეს: შვილები გირჩევნია, თუ ორი თვის წყალუსმელობაო? – წყლის უსმელობაო. ჯორსა ჰკითხეს: – შენ რაღაო? – უშვილობაო. თქვენთვის არავის უკითხავს და რატომ შვილი არა გყავთ? ვინ დაგწყევლათ ეგრე? ცოლ-ქმარმა გაოცებით ერთმანეთს შეჰხედეს: საიდამ გაიგო ეგრე მალეო! ლუარსაბმა პირი დააღო ჯერა, მინამ სიტყვების აზრს მიჰხვდებოდა; როცა მიჰხვდა – თითქო შეშინდაო, პირჯვარი გადიწერა და სთქვა იმ სახით, როგორც ჭექა-ქუხილის დროს ვიცით ხოლმე: – კურთხეულ არს სახელი უფლისა. ეს რა მესმის, თქვენი ჭირიმეთ!.. დედაკაცო! ჩვენ გულში იჯექ?.. მკითხავმა ხმა არ გასცა, თითქო ამისთანა ქებას ყურსაც არ ათხოვებსო. მიუბრუნდა რაღაც მზრუნველობით გოგოს და უთხრა: – ჯამით წმინდა წყალი მომიტანე, ერთი შავტარა დანა, ნახშირი და ახალი ხორბალი. მინამ გოგო ამას მოუტანდა, ლუარსაბი და დარეჯანი ენაჩავარდნილებსავით იყვნენ. ეგონათ, რომ თუ არ ეშმაკის მანქანებით, ამისთანა გულთმისნობა არ იქნება. მოდი და ეშმაკის ხსენებაზედ შიშისაგან ენა ნუ ჩაუვარდებოდათ! გოგომ მოიტანა ყველაფერი. ბებერი ძირს ჩაჯდა. ჩააგდო ჯერ ერთი ხორბლის მარცვალი, აიღო ხელში დანა და ნახშირი და დაიწყო ტუჩების ცმაცუნი, მითამდა ულოცავს. მერე გაუშტერა თვალი წყალსა. ჩვენი ცოლ-ქმარი შიშით და კრძალვით ელოდებოდნენ, ჩვენი ბედისწერა რას იტყვისო... – კარგი გიქნიათ, – დაიწყო მკითხავმა, – კარგი გიქნიათ, რომ მკითხავისთვის დაგიჯერებიათ და თელეთის სალოცავად წასულხართ. შეგეწიოთ თელეთის მადლი; მაგრამ... აქ სიტყვა გასწყვიტა ხერხიანმა დედაკაცმა და უფრო გაუშტერა თვალი წყალსა. ლუარსაბი და დარეჯანი სმენად გადაიქცნენ. – დიაღ, თელეთი გიშველიდათ, რომ თქვენ სახლში ჯადო არა ყოფილიყო. ლუარსაბმა და დარეჯანმა, შიშისაგან სულწასულთა, ერთს დროს და ერთხმად კანკალით წამოიძახეს: – ვაი, ადრე და მალე დაღუპულო ოჯახო!.. – ნუ გეშინიანთ: ეხლა ის ჯადო საშიში აღარ არის, მე ხელში მყავს. – აბა, მაჩვენე, თუ ხელში გყავს, – უთხრა ლუარსაბმა, მაგრამ, რადგანაც თითონ ეშინოდა იმისი ნახვა, დარეჯანს უთხრა: – მე კი ვერ შევხედავ, მე თვალებს დავხუჭავ და შენ გასინჯე. – უი, არა გეთაყვანე, შენ თითონა ჰნახე, მე დავხუჭავ თვალებსა, – მიუგო შიშისაგან ფერმიხდილმა ცოლმა. – ნუ გეშინიანთ, – დააშოშმინა მკითხავმა, – განა მართლა ხელში მყავს, ჯადო თქვენს ეზოშია. – სადა, გეთაყვანე, სადა? არიქა, ბიჭებო, მიშველეთ! – დაიყვირა ბატონმა. – თავლას უკან რომ ორმოა, ჯადო იქა დევს... – მშვიდად დაუმატა მკითხავმა. – ბიჭებო, არიქა, ბიჭებო! აბა, თქვენი ჭირიმე, ბიჭებო! თუ ბატონის წყალობა გინდათ, ბიჭებო! თუ ჩოხები გინდათ, თავლის უკან ორმოაო!.. ჰყვიროდა ოთახში ზარდაცემული ლუარსაბი. აქეთ კიდევ დარეჯანი კანკალმა აიტანა და ტუჩები გაულურჯდა, მაგრამ მაინც კიდევ ქმარს უთხრა: – აქ რომ ჰყვირი, ვინ რას გაიგებს? გარეთ გადი და გაგზავნე ბიჭები. – არა, გეთაყვანე, ეხლა კი შენ გადი და მერე თუნდა ორმოცჯერ მე გავალ... – არა გრცხვენიან, მე დედაკაცსა მგზავნი და შენ კი ქუდი გეხუროს და კაცი გერქვას? – რა დროს კაცობაა, რას ამბობ? სახლში ჯადო არისო. – მე დავუძახებ ბიჭებს, – უთხრა მკითხავმა, – მაგაზედ როგორ დაღონდით! – ჰო, გეთაყვა, შენ დაუძახე, ჩვენ – ხომ ხედავ – დავღონდით, – შეეხვეწა ლუარსაბი, – ეხლა, ოთახში რომ ჩვენ მარტონი დავრჩებით, ხომ არაფერი? – არაფერი. მკითხავი გავიდა, ბიჭები გაისტუმრა ჯადოს ამოსაღებად. ბიჭებმა ბევრი უტრიალეს თავლასა და ორმო ვერა ჰნახეს... – ვაი, შენ ჩემო თავო! – დაიძახა ლუარსაბმა, – დახე, ჯადოს ამათთვისაც თვალი აუბამს, რა გვეშველება? მკითხავმა ჩაიცინა. – მე წავალ თითონ. მე ჯადო თვალებს ვერ ამიბამს, – სთქვა მკითხავმა, – თქვენც წამოდით, რომ თქვენის თვალითა ჰნახოთ. – არა, გეთაყვანე, ჩვენ ისეც დაგიჯერებთ, – უთხრა ლუარსაბმა, რომ ეშინოდა იქ წასვლა. – უჩვენოდ წადი, შენა ჰნახე, მითამ ჩვენ გვინახავს. დედაბერი წავიდა, თან ბიჭები წაასხა და პატარა ხანს უკან რაღაცა ძონძები ამოიტანა. – აქ ნუ შემოიტან, – ჰყვიროდა ლუარსაბი და თან კუთხეში იმალებოდა, – აქ ნუ შემოიტან, მანდვე დააწვევინე, მანდვე! ჯადო დასწვეს.

კითხვა 2 (ტექსტი I)
(1) 2. რა იგულისხმება „წუთისოფლის სიტლანქეში და სიჩლუნგეში“ ?
კითხვა 3
(1) 3. რას ნიშნავს მოცემულ კონტექსტში „სიტყვა გაცვეთილი“ ?
კითხვა 4
(1) 4. ავტორის აზრით, რა შეუძლია სიტყვას?
კითხვა 5
(1) 5. რა სულიერ მდგომარეობას გამოხატავს სიტყვა „დაზაფრული“ ?
კითხვა 6
(1) 6. რა მხატვრული საშუალებაა „სულში აყვავდება სიტყვა-შროშანი“ ?
კითხვა 7
(1) 7. როგორ ადამიანს გულისხმობს ავტორი სიტყვებში: „შენ, უბადრუკზე უბადრუკო უბადრუკებში, ერთსა და იმავ მდინარეში ორჯერ შესულო“ ?
კითხვა 8
(1) 8. რა მხატვრული საშუალებაა: „...უბოძე მათ ხალათივით სიტყვა-მკურნალი“ ?
კითხვა 9
(1) 9. რის თქმა სურს ავტორს სიტყვებით: „დადგი ლამპა ფანჯრის რაფაზე“ ?
კითხვა 10
(1) 10. რა აზრს გამოხატავს სიტყვები: „ჩვენ ვართ ყველანი ერთი ხვედრით გადაბმულები“ ?
კითხვა 11
(1) 11. რა დატვირთვა აქვს სიტყვების – „ნუ წახვალ ისე, რომ არავის არ სცე ნუგეში!..“ – გამეორებას?
კითხვა 2 (ტექსტი II)
(1) 2. რატომ უწოდებს ავტორი მკითხავს „ოსტატურად გამოქნილსა და ცბიერს“ ?
კითხვა 3
(1) 3. რას ნიშნავს სიტყვა არხეინად კონტექსტში: „მიუგო ოსტატმა დედაბერმა ისე არხეინად, ასე გგონია – მართლა იცოდაო“ ?
კითხვა 4
(1) 4. ლამაზისეულის რა თვისება ჩანს სიტყვებში: „დააცქერდა გაოცებული, ვნახოთ, რას იტყვისო“ ?
კითხვა 5
(1) 5. პერსონაჟისადმი ავტორის როგორი დამოკიდებულება ჩანს სიტყვებში: „ლუარსაბმა პირი დააღო ჯერა, მინამ სიტყვების აზრს მიჰხვდებოდა...“ ?
კითხვა 6
(1) 6. რას ნიშნავს მოცემულ კონტექსტში სიტყვები: „ამისთანა ქებას ყურსაც არ ათხოვებსო“ ?
კითხვა 7
(1) 7. რა მხატვრული საშუალებაა გამოყენებული ფრაზაში: „ლუარსაბი და დარეჯანი ენაჩავარდნილებსავით იყვნენ“ ?
კითხვა 8
(1) 8. რა მიზნით გაწყვიტა მკითხავმა სიტყვა „და უფრო გაუშტერა თვალი წყალსა“ ?
კითხვა 9
(1) 9. რატომ სთხოვა ლუარსაბმა დარეჯანს, რომ ორმოს სანახავად წასულიყო?
კითხვა 10
(1) 10. რას ნიშნავს „თვალებს ვერ ამიბამს“ ?
კითხვა 11
(1) 11. ლუარსაბის რა თვისება ჩანს მის სიტყვებში: „რა დროს კაცობაა, რას ამბობ? სახლში ჯადო არისო“ ?
🚀

წერითი დავალება

აირჩიე ტექსტი, ჩამოაყალიბე პოზიცია, მოიყვანე არგუმენტები, დაამატე მაგალითები და ბოლოს გადაამოწმე აბზაცები, ენა და პუნქტუაცია.

ტექსტი I: ადამიანის უპირველესი მოვალეობა სხვების თანადგომა და მათზე ზრუნვაა. იმსჯელეთ, როგორაა წარმოჩენილი მოცემულ ტექსტში ეს საკითხი და რამდენად აქტუალურია იგი.
0სიტყვა
150+მინიმუმ
34ქულა
ტექსტი II: ცრუ წარმოდგენები ადამიანს რეალობის ადეკვატურად აღქმის უნარს უკარგავს. იმსჯელეთ, როგორაა წარმოჩენილი მოცემულ ტექსტში ეს საკითხი და რამდენად აქტუალურია იგი.
0სიტყვა
აბზაცებისტრუქტურა
არგუმენტიმაგალითით

ქულის თვითშემოწმება

პირობის გაგება

ზუსტად იმ საკითხზე მსჯელობ, რასაც დავალება ითხოვს?

ტექსტის ანალიზი

იყენებ კონკრეტულ დეტალს ტექსტიდან?

აქტუალობა

აკავშირებ საკითხს დღევანდელობასთან?

ენა და სტილი

გადამოწმებულია ლექსიკა, მძიმეები და შეცდომები?

კითხვები