AbitGo.geტესტების ლაბორატორია
0 / 20
პროგრესი 0 / 20
03:00:00
ქართული ენა და ლიტერატურა · 2025 · 1 ვარიანტი

ქართულის ტესტი 1 ვარიანტი

აქ ტესტს უბრალოდ არ ავსებ — ვარჯიშობ ისე, რომ ყოველი შეცდომა გასაგებ გაკვეთილად იქცეს. მონიშნე პასუხი, ნახე რა გამოგივიდა, გაიგე რატომ არის სწორი პასუხი სწორი და ბოლოს შეამოწმე შენი შედეგი.

ქართულის მომზადება · პასუხები · ახსნები

ქართულის ტესტი 1 ვარიანტი — აბიტურიენტის სასწავლო სივრცე

ეს გვერდი შექმნილია იმისთვის, რომ აბიტურიენტმა ქართულის ტესტი მხოლოდ ერთხელ არ „გაიაროს“, არამედ რეალურად ისწავლოს. შეგიძლია იმუშაო სავარჯიშო რეჟიმში, ნახო პასუხის ახსნა, გაიგო რატომ შეგეშალა და შემდეგ იგივე კითხვა უკვე სწორი ლოგიკით გაიაზრო.

თუ ემზადები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის და ეძებ ქართულის ტესტებს პასუხებით, ქართულის ტესტებს ახსნებით, ტექსტის გააზრების სავარჯიშოებს, ტექსტის რედაქტირებას ან ესეს მომზადებას, აქ ყველაფერი ერთ გვერდზე გაქვს — ტაიმერი, პროგრესი, კითხვები, სწორი პასუხები, შეცდომის განმარტება და წერითი დავალების სამუშაო სივრცე.

ტექსტის გააზრებაკითხვის ფოკუსი, ავტორის მთავარი აზრი, კონტექსტი და სწორი პასუხის ლოგიკა.
რედაქტირებაორთოგრაფია, პუნქტუაცია, სინტაქსი, სტილი და ტექსტის შინაარსის შენარჩუნება.
წერითი დავალებაარგუმენტი, მაგალითი, სტრუქტურა, აბზაცები, დასკვნა და ენობრივი სიზუსტე.
0/20

შენი შედეგი

ტექსტის რედაქტირება

გაასწორე ტექსტი ისე, რომ შინაარსი არ შეცვალო. ჯერ მოძებნე ორთოგრაფიული, სინტაქსური, პუნქტუაციური და სტილისტიკური შეცდომები, შემდეგ გადაწერე ქვემოთ.

ფეხბურთი სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა მსოფლიოში. ეს თამაში XIX საუკუნეში შეიქმნა ინგლისში. ინგლისელებმა შემოიტანეს ის საქართველოშიც. ფოთისა და ბათუმის მოსახლეობა ხშირად ხედავდნენ თუ როგორ თამაშობდნენ „ფუტბოლს“ ბრიტანულ გემების მეზღვაურები. სპორტის ეს სახეობა სულ მალე ქართველებმაც შეიყვარეს. ფეხბურთი ქართულ პრესაში პირველათ 1890 წელს არის ნახსენები. საქართველოს ზღვის პირა ქალაქების შემდეგ ფეხბურთი თბილისშიც შემოვიდა. ამავე პერიოდში ინგლისურიდან თამაშის წესები ითარგმნა. 1906 წელს ჩამოყალიბდა ფეხბურთის მოყვარულთა წრე რომელსაც ვარჯიშისათვის სათანადო გარემო ჭირდებოდა. გადაწყდა რომ საფეხბურთო მოედანისათვის შესაფერისი ადგილი დიდუბის იპოდრომზე გამოეყოთ. პირველი ოფიციალური შეხვედრა 1911 წელს გაიმართა. ერთი წლის შემდეგ ჩატარდა ქალაქის ჩემპიონატი რომელშიც გამარჯვება მოიხვეჭა ვაჟთა II გიმნაზიის გუნდმა. 1923 წელს ერთმანეთს უკვე 27 გუნდი ეჯიბრებოდა. 1925 წელს შეიქმნა საფეხბურთო გუნდი „დინამო“ რის სახელთანაც არის დაკავშირებული ქართული ფეხბურთის არაერთი მნიშვნელოვანი წარმატება. 1990 წლის 15 თებერვალს დაარსდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია რომელმაც იმავე წელს უხელმძღვანელა საქართველოს პირველ დამოუკიდებელ ჩემპიონატსა და თასის გათამაშებას.
0სიტყვა
16ქულა
შინაარსიარ შეცვალო
ფეხბურთი სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა მსოფლიოში. ეს თამაში XIX საუკუნეში შეიქმნა ინგლისში. ინგლისელებმა შემოიტანეს ის საქართველოშიც. ფოთისა და ბათუმის მოსახლეობა ხშირად ხედავდა, თუ როგორ თამაშობდნენ „ფუტბოლს“ ბრიტანული გემების მეზღვაურები. სპორტის ეს სახეობა სულ მალე ქართველებმაც შეიყვარეს. ფეხბურთი ქართულ პრესაში პირველად 1890 წელს არის ნახსენები. საქართველოს ზღვისპირა ქალაქების შემდეგ ფეხბურთი თბილისშიც შემოვიდა. ამავე პერიოდში ინგლისურიდან თამაშის წესები ითარგმნა. 1906 წელს ჩამოყალიბდა ფეხბურთის მოყვარულთა წრე, რომელსაც ვარჯიშისათვის სათანადო გარემო სჭირდებოდა. გადაწყდა, რომ საფეხბურთო მოედნისათვის შესაფერისი ადგილი დიდუბის იპოდრომზე გამოეყოთ. პირველი ოფიციალური შეხვედრა 1911 წელს გაიმართა. ერთი წლის შემდეგ ჩატარდა ქალაქის ჩემპიონატი, რომელშიც გამარჯვება მოიპოვა ვაჟთა II გიმნაზიის გუნდმა. 1923 წელს ერთმანეთს უკვე 27 გუნდი ეჯიბრებოდა. 1925 წელს შეიქმნა საფეხბურთო გუნდი „დინამო“, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული ქართული ფეხბურთის არაერთი მნიშვნელოვანი წარმატება. 1990 წლის 15 თებერვალს დაარსდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რომელმაც იმავე წელს უხელმძღვანელა საქართველოს პირველ დამოუკიდებელ ჩემპიონატსა და თასის გათამაშებას.
🧠

წაკითხულის გააზრება

აირჩიე ტექსტი, წაიკითხე ბოლომდე და შემდეგ უპასუხე კითხვებს. სავარჯიშო რეჟიმში ყოველი პასუხის შემდეგ მიიღებ ახსნას.

ტექსტი I

წაკითხულის გააზრება და წერითი დავალება

ტექსტი I

ყურადღებით წაიკითხეთ ვაჟა-ფშაველას ლექსი „ჩემი ვედრება“:

ღმერთო, მიიღე ვედრება,
ეს ჩემი სათხოვარია:
არ დამეკარგოს გულიდამ
მე შენი სახსოვარია!
გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში,
მამყოფე შეუდრეკლადა,
ვფხიზლობდე, მუდამ მზად ვიყო
დაჩაგრულების მცველადა.
ბალახი ვიყო სათიბი,
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე ისევა,
ოღონდ ამშორდეს მგელობა,
არ წამიხდინო, მეუფევ,
ეს ჩემი წმინდა ხელობა!
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი,
შვილთ საგმოდ არ გამიხადო
ჩემი მუდმივი სამყოფი
გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა,
მნათობს ტრფობისა შეშითა,
ნუ მავლევ ქვეყანაზედა
გაცივებულის ლეშითა,–
თვალებში მადლდაკარგულსა,
შუბლზე გაკრულის მეშითა.
ნუ დაუკარგავ ჩემს სატრფოს
მადლს, გულზე ცეცხლის მდებელსა,
ნუ დაუძვირებ ოცნებას,
შენს ხმას სხივგამომღებელსა,–
სიცოცხლედ უღირს ბეჩავსა,
ეძახის თავის მხლებელსა.
გულს დარდი გამიდიადე
იმ სანეტარო საგანზე,
დაწერე ფიქრი ღრმა, მწვავე
ჩემის გონების საბანზე!..
გონებას ფიქრი სტანჯავდეს,
გულს ცეცხლი სწვავდეს ძლიერი,
მშიოდ-მწყუროდეს კეთილი,
ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი...
ნუ დამასვენებ ნურადროს,
მამყოფე შეძრწუნებული,
მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,
როცა ვარ შეწუხებული;
როცა გულს ცეცხლი მედება,
გონება მსჯელობს საღადა,
მაშინ ვარ თავისუფალი,
თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა.
მფარავდეს შენი მარჯვენა,
კალთა სამოსლის შენისა,
სანამ არ მოვა დრო-ჟამი
სულ ბოლო ამოქშენისა.
სული შენ, ხორცი– მიწასა,
აღარა ვგლოვობ ამასა,
თევზი– წყალს, ცასა– ვარსკვლავი,
შვილი– დედას და მამასა.

ტექსტი II

ტექსტი II

ყურადღებით წაიკითხეთ მონაკვეთი გურამ რჩეულიშვილის მოთხრობიდან „ასვლა“:

ბედზე ყინულს ვარსკვლავები ანათებდნენ... მარტოდ დარჩენილი ვაჟა უსიამო ფიქრებმა შეიპყრო. მოყინულ ხელზე იკბინა. ვერაფერი იგრძნო. დაიწყო დაზელა. როგორც იყო აამოძრავა. მერე თოკს მოჰკიდა ხელი და აიწია, მაგრამ უშედეგოდ. მკლავები არ ემორჩილებოდნენ. სიბნელეში კლდეს ძლივს არჩევდა... ხელით მოსინჯა მოსაჭიდი და ერთი ნაბიჯით აიწია. ყინულამდე ორიოდე მეტრი მანძილი რჩებოდა. შეისვენა, ზევიდან ჯემალის ძახილი მოესმა. ვაჟამ ასვლას დაუჩქარა და ფეხი გაუფრთხილებლად გადადგა. სიბნელეში ხელი ვერაფერს მოჰკიდა და ჩამოცურდა. მერე უფსკრულში ჩაეკიდა. ზევიდან კვლავ გაისმა ჯემალის ძახილი. ვაჟამ ამაოდ სცადა კუნთებზე აწევა, გაყინული ხელები თოკს ვერც კი ჩასჭიდა. ახლაღა იგრძნო ნამდვილი შიში. ასე დარჩენილს გაყინვით სიკვდილი ელოდა. როგორ არ უნდოდა ეს მომხდარიყო. მოაგონდა, რომ სულ ორიოდე თვის წინ სიკვდილს ნატრობდა, აქ კი, როცა შეუძლია თვალის დახამხამებაში ოდნავ გამოხსნას თოკი, მცირე ბიძგი და მორჩა – აქ ყველა კიდურით, მთელი სულით შეებრძოლა სიკვდილს. ნანობდა, მართალი გულით ლანძღავდა თავს მთაში წამოსვლისათვის. პირობას აძლევდა ყველას, იწყევლებოდა გულში, რომ ღმერთს (თუ იყო ასეთი!) ან რაიმე განგებას დაესაჯა უარესად, თუ კიდევ წამოვიდოდა. ან როგორ იფიქრა მაშინ სიკვდილზე, როცა სიცოცხლე ასე ტკბილი ყოფილა.

ვაჟა, კლდეზე ჩამოკიდებული, დონღუზ-ორუნის ჩრდილო კედელზე იღუპებოდა. უკვე მკაფიოდ შეიგრძნო, რაღაც უჩვეულო ხდებოდა მის ცხოვრებაში. ხელები ისტერიულად ჩაიწყო პირში და კბენდა, მერე „შტორმოვკას“ უხახუნა, ამდენმა ღელვამ და მოძრაობამ გაათბო. აშკარად გრძნობდა ნამდვილ შიშს. მოეჭიდა კაპრონს და ორჯერ აიწია კუნთებზე. ისევ მოეშვა. კბილები ჩაავლო თოკს, ხოლო მარჯვენა ფეხის წვერით ოდნავ მიეყუდა კედელს. ორიოდე წუთი ასე ეკიდა. ვერაფერსა გრძნობდა, მერე რატომღაც გაახსენდა, რომ, როცა კბილი სტკიოდა პატარაობისას, დედა ლოყაზე ლოყას დაადებდა ხოლმე და ურჩენდა. თვალებზე ცრემლი მოადგა, თავს კვლავ პირობა მისცა, მთაში აღარასოდეს წამოვალო. უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და ყინულზე გავიდა... იქ ხელი გაენასკვა. თვითონ არ ახსოვს, ჯემალამდე როგორ მივიდა.

– ბიჭო, ორი საათია, – უთხრა ჯემალმა.
– ორი?
– ჰო!

მერე ჯემალმა შავი დღისათვის შემონახული ორცხობილის ნატეხი გაუწოდა. ვაჟამ ჩაიდო პირში, მაგრამ ვერ დაღეჭა. დატოვებულ თოკს უხმოდ აუყვნენ ღრმა თოვლში... ყინვა უჭერდა და უჭერდა. ცოტა ხნის შემდეგ ქარიც ამოვარდა. იმ ღამეს კარვებში არვის სძინებია. მეორე დღეს თორმეტ საათზე თავდებოდა ალპიური ბანაკის „ნაკრას“ მიერ მოცემული საკონტროლო ვადა. ამ ვადის გადამცილებელს მწვერვალზე ასვლა არ ეთვლება და შეიძლება სპორტული წოდებაც ჩამოართვან. უთენია ჯემალი და ვაჟა დაეშვნენ ბანაკისაკენ. ნისლში გახვეულ მწვერვალზე ორი ნაბიჯის იქით არაფერი ჩანდა. დიდი სიფრთხილით მიიწევდნენ წინ. ნისლი უფრო გახშირდა. მოძრაობა შეუძლებელი ხდებოდა. ყინვამ დილით იმატა. ბიჭები გაჩერდნენ, მერე ნისლში ოდნავ შეიპარა სხივი, დაუბერა სამხრეთის ქარმა და თოვლის ფიფქებთან ერთად გარეკა ნისლი. დაიწყო ციცაბო ფერდობი. წინ ვაჟა წავიდა... წრიაპები ზევით დატოვეს, ფეხი უსხლტებოდათ. ახლა უკვე გაყინულ თოვლზე მიდიოდნენ...

ერთი საათის სიარულის შემდეგ გზის რთული ნაწილი უკან მოიტოვეს. ამოვიდა მზე. ხეობაში ჩამოცხა. გათოშილი სხეულის მოყინული ადგილები ასტკივდათ. ათი საათი გახდა. თითქმის მირბოდნენ ორივენი. ვაჟას ნაპრალში ნატკენი ფეხი ისევ ასტკივდა. გაოფლიანდნენ... ძლივს სუნთქავდნენ. ვაჟას ფეხი აეწვა... გზა ტყეში შევიდა. ქინქლები ოფლიან შუბლზე ეკრობოდნენ, კისერში ტყის ქერცლი უცვივოდათ. ვაჟა დაიმანჭა, ფეხი უფრო ასტკივდა. გულში ბრაზობდა, რომ ამდენი სიძნელის მერე წესიერად, ნელი ნაბიჯით მისვლაც არ შეეძლო ბანაკში. სიცხემ იმატა. ოფლში გაიღვარნენ. საშინლად მოსწყურდათ. ჯემალი წყაროსაკენ წავიდა, მერე საათს დახედა და ნაბიჯის შეუნელებლად წინ გასწია. უკან ვაჟა მიჰყვებოდა. საშინლად მოსწყინდა ყველაფერი და ძალიან მოუნდა ხახვი, მესამე დღე იყო, რაც არ ეჭამათ. სიჩუმე ვეღარ აიტანა.

– ჯემალ, ბიჭო...
– რაო?
– რას ინატრებდი ეხლა?
– ნიორს და პურს, შენ?
– მე ხახვი მინდა, გალეტთან ერთად.
– ჰო, კარგი იქნებოდა.
– რამდენი დაგვრჩა დრო?
– თხუთმეტი წუთი.

ბიჭებმა უკანასკნელი ძალა მოიკრიბეს. ფეხის ტკივილს ვეღარა გრძნობდა ვაჟა. მხოლოდ ხუთი წუთით დააგვიანდათ ბანაკში მისვლა. აუარებელი ხალხი გამოეგებათ გზაზე. დიდი სიხარული იყო. ვაჟამ ანგარიში ჩააბარა ბანაკის უფროსს, მერე ამხანაგებმა ორივე გაიტაცეს. ვაჟა სიამოვნებით წამოწვა და ფეხები საწოლის თავზე შეაწყო. არ ეძინებოდა. ექიმმა სხვა გემრიელ საჭმელთან ერთად ხახვი და პურიც მოუტანა. ჩქარა კარავი დაცარიელდა, მხოლოდ ერთი მისი მეგობარი დარჩა, რომელმაც მაშინვე უთხრა:

– ვაჟა, უნდა გაგახარო.
– შენ იცი... – ვაჟას გაეცინა – რითი?
– ტრავერსი დაამტკიცეს, ხვალ ზევით გავდივართ.
ვაჟა წამოჯდა საწოლზე, მერე გადაკოცნა ძმაკაცი.
– ჩქარა, ბიჭო, მალამო, ფეხი მოვირჩინო, თუმცა დღე-ნახევარში მაინც მომირჩება.
– რო არ მოგირჩეს?
– რას ამბობ?
ვაჟამ ხახვი ჩაკბიჩა, მერე პური დააყოლა და მჟავე წყალი სიამოვნებით მოწრუპა.

კითხვა 2 (ტექსტი I)
(1) 2. ლექსის დასაწყისის მიხედვით, რა სურს ლირიკულ გმირს?
კითხვა 3
(1) 3. რას ამბობს ავტორი ცელისა და ბალახის, მგლისა და ცხვრის შეპირისპირებით?
კითხვა 4
(1) 4. რა არის ლირიკული გმირისათვის „წმინდა ხელობა“?
კითხვა 5
(1) 5. ყველაზე მეტად რა აშინებს ლექსის ლირიკულ გმირს?
კითხვა 6
(1) 6. რა მხატვრული საშუალებაა: „გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა, მნათობს ტრფობისა შეშითა...“ ?
კითხვა 7
(1) 7. რომელი ფრაზა ეხმიანება სტრიქონებს: „ნუ მავლევ ქვეყანაზედა გაცივებულის ლეშითა...“ ?
კითხვა 8
(1) 8. ლირიკული გმირის რა სურვილი ჩანს სიტყვებში: „გონებას ფიქრი სტანჯავდეს, გულს ცეცხლი სწვავდეს ძლიერი...“ ?
კითხვა 9
(1) 9. ავტორის აზრით, როდის გრძნობს ადამიანი თავს ლაღად?
კითხვა 10
(1) 10. ჩამოთვლილთაგან რომელ მონაკვეთში არ არის მხატვრული საშუალება?
კითხვა 11
(1) 11. რა უპირისპირდება ერთმანეთს ამ სტრიქონების მიხედვით: „სული შენ, ხორცი – მიწასა, აღარა ვგლოვობ ამასა...“ ?
კითხვა 2 (ტექსტი II)
(1) 2. რა არის ვაჟას უსიამოვნო ფიქრების მიზეზი?
კითხვა 3
(1) 3. რა დაეხმარა ვაჟას უკანასკნელი ძალების მოკრებაში?
კითხვა 4
(1) 4. რაზე მიანიშნებს მკითხველს ფრაზა: „ორიოდე თვის წინ სიკვდილს ნატრობდა“ ?
კითხვა 5
(1) 5. განსაცდელში მყოფმა ვაჟამ რა პირობა მისცა საკუთარ თავს?
კითხვა 6
(1) 6. რატომ ჩქარობდნენ ვაჟა და ჯემალი მთამსვლელთა ბანაკში დაბრუნებას?
კითხვა 7
(1) 7. რას უპირისპირებს ერთმანეთს ავტორი დრამატული სურათის კიდევ უფრო გასამძაფრებლად?
კითხვა 8
(1) 8. რის თქმა სურს ავტორს სიტყვებით: „საშინლად მოსწყურდათ. ჯემალი წყაროსაკენ წავიდა, მერე საათს დახედა და ნაბიჯის შეუნელებლად წინ გასწია. უკან ვაჟა მიჰყვებოდა“ ?
კითხვა 9
(1) 9. რა ავიწყებს ფეხის ტკივილს ბანაკთან მიახლოებულ ვაჟას?
კითხვა 10
(1) 10. ვაჟას რა შინაგანი ბუნება ჩანს ბოლო დიალოგში?
კითხვა 11
(1) 11. რა ქმნის მწერლის ინდივიდუალურ სტილს?
🚀

წერითი დავალება

აირჩიე ტექსტი, ჩამოაყალიბე პოზიცია, მოიყვანე არგუმენტები, დაამატე მაგალითები და ბოლოს გადაამოწმე აბზაცები, ენა და პუნქტუაცია.

ტექსტი I: პიროვნული თავისუფლებისაკენ მიმავალი გზა ხშირად რთული და წინააღმდეგობებით აღსავსეა. იმსჯელეთ, როგორაა წარმოჩენილი მოცემულ ტექსტში ეს საკითხი და რამდენად აქტუალურია იგი.
0სიტყვა
150+მინიმუმ
34ქულა
ტექსტი II: მხოლოდ საქმის სიყვარულით შეიძლება ადამიანმა წინააღმდეგობები გადალახოს. იმსჯელეთ, როგორაა წარმოჩენილი მოცემულ ტექსტში ეს საკითხი და რამდენად აქტუალურია იგი.
0სიტყვა
აბზაცებისტრუქტურა
არგუმენტიმაგალითით

ქულის თვითშემოწმება

პირობის გაგება

ზუსტად იმ საკითხზე მსჯელობ, რასაც დავალება ითხოვს?

ტექსტის ანალიზი

იყენებ კონკრეტულ დეტალს ტექსტიდან?

აქტუალობა

აკავშირებ საკითხს დღევანდელობასთან?

ენა და სტილი

გადამოწმებულია ლექსიკა, მძიმეები და შეცდომები?

კითხვები