ისტორიის მეორე ვარიანტი - გამეორების შემდეგ
მეორე ვარიანტი მაშინ გაიარე, როცა პირველის შეცდომებზე უკვე იმუშავე. აქ უკვე გამოცდის რეჟიმი აჯობებს - ტაიმერით და შედეგის ბოლოს ნახვით.
შენი შედეგი ისტორიის მეორე ვარიანტში
ისტორიის ტესტი: ვარიანტი 2
ეს 2025 წლის ისტორიის მეორე ვარიანტია. მისი დანიშნულება პირველისგან განსხვავებულია: ის აჩვენებს, გამეორებამ იმუშავა თუ არა.
შეადარე ორი შედეგი თემატურად და არა მხოლოდ ქულით. თუ იგივე პერიოდი ისევ სუსტია, პრობლემა მასალაშია და არა ყურადღებაში.
- 1. რომელი ინფორმაციაა მართებული აქადის მეფის სარგონის შესახებ?
- 2. რომელი მოვლენაა დაკავშირებული აქემენიანი მმართველის კამბისეს სახელთან?
- 3. რომელი ინფორმაციაა მართებული ძვ.წ. VI-V სს. ათენში არსებული ოლიგარქიული მმართველობის შესახებ?
- 4. რომელი ინფორმაციაა მართებული ძვ.წ. IV ს-ში დაარსებული ქალაქ ალექსანდრიის შესახებ?
- 5. რა ეწოდება წყაროს, რომელიც მოგვითხრობს ქართლის მმართველად აზოს დანიშვნაზე?
- 6. რომელი სახელმწიფო მოხელე სარგებლობდა ვეტოს უფლებით რომში?
- 7. რომელი ინფორმაციაა მართებული გერმანელთა ერთ-ერთი ბელადის ოდოაკრის შესახებ?
- 8. რომელი ფაქტია მართებული ჰერაკლე კეისრის შესახებ?
- 9. რომელი მსჯელობაა მართებული კარლოს მარტელის მოღვაწეობის შესახებ?
- 10. XI საუკუნეში მომხდარ რა მოვლენას ეწოდა დიდი სქიზმა?
- 11. რა მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვა სელჩუკთათვის ბაღდადის აღებას?
- 12. რაზე მიუთითებდა ჰანზას კავშირის არსებობა შუა საუკუნეების ევროპაში?
- 13. საქართველოს რომელი ისტორიული მხარის ერთი ნაწილი აღმოჩნდა ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში XI საუკუნეში?
- 14. ვინ იყვნენ ინგლისის პარლამენტის წევრები, ბარონებისა და სასულიერო პირების გარდა, XIII საუკუნის მეორე ნახევარში?
- 15. რომელი ყაენი მართავდა ოქროს ურდოს?
- 16. რომელი სახელმწიფოს მმართველი დაიღუპა 1389 წელს კოსოვოს ბრძოლაში?
- 17. რა იყო 1402 წლის ანგორის ბრძოლის ერთ-ერთი შედეგი?
- 18. ვის სახელს უკავშირდება პორტუგალიელთა საზღვაო ექსპედიციების მოწყობა XV საუკუნეში?
- 19. რომელი ქალაქი დაკარგეს არაბებმა ყველაზე ბოლოს პირენეს ნახევარკუნძულზე?
- 20. რომელ საგვარეულოს უკავშირდება ფლორენციის გადაქცევა რენესანსისა და ჰუმანიზმის ერთერთ ცენტრად?
- 21. რომელ ევროპელ მონარქთან დაამყარა სამოკავშირეო ურთიერთობები ოსმალეთის სულთანმა სულეიმან I-მა?
- 22. რომელი დინასტიის წარმომადგენლები იკავებდნენ საღვთო რომის იმპერატორის ტახტს პროტესტანტული რეფორმაციის პერიოდში?
- 23. რომელი მსჯელობაა მართებული შაჰ აბას I-ის დაპყრობათა შესახებ?
- 24. რომელი ფაქტია მართებული საფრანგეთის მეფის, ლუი XIII-ის მმართველობის პერიოდში განვითარებული მოვლენის შესახებ?
- 25. რომელი ფაქტია მართებული „ოცდაათწლიანი ომის“ შესახებ?
- 26. რომელი ქართული პოლიტიკური ერთეულის მმართველი იყო ვახტანგ VI?
- 27. ვინ იყო ოლივერ კრომველი?
- 28. რომელი მსჯელობა არ არის მართებული XVII-XVIII საუკუნეებში ჩრდილოეთ ამერიკაში არსებული ინგლისური კოლონიების შესახებ?
- 29. რომელი ინფორმაციაა მართებული ნაპოლეონ ბონაპარტეს შესახებ?
- 30. რომელ სახელმწიფოში გაიყვანეს პირველად რკინიგზა?
- 31. რომელ სახელმწიფოს გადაეცა ჩრდილოეთ იტალიის ნაწილი ვენის კონგრესის გადაწყვეტილებით?
- 32. რომელი პარტიის წარმომადგენელი იყო აშშ-ის პრეზიდენტი, აბრაამ ლინკოლნი?
- 33. რომელი ინფორმაციაა მართებული საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და საბჭოთა რუსეთს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ?
- 34. რა გარემოებამ იქონია უარყოფითი გავლენა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთა ლიგაში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილების მიღების დროს?
- 35. ვის სახელს უკავშირდება საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში XX საუკუნის 30-იან წლებში განხორციელებული მასობრივი რეპრესიები?
- 36.1. რომელი სახელმწიფოს სამხედრო მოქმედებებია ასახული რუკაზე?
- 36.2. რუკაზე არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, რა დასკვნის გაკეთება შეიძლება საფრანგეთის სამხედრო-პოლიტიკური წარმატების შესახებ?
- 36.3. რუკაზე არსებული რა ინფორმაცია ადასტურებს ზღვაზე დიდი ბრიტანეთის ფლოტის უპირატესობას?
- 36.4. რუკის მიხედვით, რომელი ქალაქიდან განდევნეს საფრანგეთის ჯარი?
- 36.5. რუკის მიხედვით, რომელმა სახელმწიფომ დაკარგა ადრიატიკის ზღვაზე გასასვლელი რუკაზე ასახული მოვლენების შედეგად?
- 36.6. რა ეწოდებოდა რუკაზე ლურჯი ფერით აღნიშნულ გერმანულ სახელმწიფოთა გაერთიანებას?
მეორე ვარიანტი გამოცდის რეჟიმში გასავლელადაა - ტაიმერი პულტში ირთვება. ვრცლად: ისტორია - ყველა ტესტი და ისტორია - საგნის გზამკვლევი.