ფიზიკის 2024 წლის ვარიანტი 20 დავალებით
ოცი დავალება სამ საათზეა გათვლილი, ანუ საშუალოდ ცხრა წუთი ერთზე. თუ ერთ ამოცანაზე ხუთ წუთზე მეტს ხარჯავ, გამოტოვე და ბოლოს დაუბრუნდი - ეს ჩვევა თავად გამოცდაზეც გამოგადგება.
შენი შედეგი ფიზიკის 2024 წლის ვარიანტში
სავარჯიშო რეჟიმში ყოველი პასუხის შემდეგ ახსნა ჩნდება. გამოცდის რეჟიმში კი ტაიმერი მუშაობს და შედეგს მხოლოდ ბოლოს ნახავ - სწორედ ეს მეორე გავლაა, რომელიც რეალურ მდგომარეობას აჩვენებს.
ფიზიკის 2024 წლის ვარიანტის 20 დავალება
ქვემოთ ჩამოთვლილია ამ ვარიანტის ოცივე დავალების ფორმულირება, რომ წინასწარ დაინახო, რომელ თემებს მოიცავს. პასუხის ვარიანტები და სწორი პასუხი ტესტის გავლისას გამოჩნდება.
- 1. ამოცანა 1 ჩამოთვლილთაგან რომელია ფიზიკური მოვლენა? I. წყლის გაცხელება; II. ლურსმნის დაჟანგვა; III. მთვარის დაბნელება.
- 2. ამოცანა 2 ბავშვმა 40 მ გაიარა დასავლეთის მიმართულებით, შემდეგ კი 30 მ ჩრდილოეთის მიმართულებით. ბავშვის მიერ გავლილი მანძილის შეფარდება გადაადგილების მოდულთან არის:
- 3. ამოცანა 3 ჩამოთვლილთაგან რომელია ვექტორული სიდიდე?
- 4. ამოცანა 4 ორ მენზურაში ჩასხმულია ტოლი მასის სხვადასხვა სითხე (იხ. ნახ.). იპოვეთ მარცხენა მენზურაში ჩასხმული სითხის სიმკვრივის შეფარდება მარჯვენა მენზურაში ჩასხმული სითხის სიმკვრივესთან.
- 5. ამოცანა 5 სხვადასხვა სიმაღლიდან ერთდროულად დაიწყო ვარდნა ერთნაირი მასის ორმა სხეულმა. ჩამოთვლილთაგან, ვარდნის პროცესში, რომელი ფიზიკური სიდიდე ექნებათ მათ ერთნაირი დროის ერთსა და იმავე მომენტში?...
- 6. ამოცანა 6 მთვარის მასა 81-ჯერ ნაკლებია დედამიწის მასაზე. მთვარე დედამიწას იზიდავს F ძალით. რა ძალით იზიდავს დედამიწა მთვარეს?
- 7. ამოცანა 7 დიაგრამის ოთხი წერტილი გამოსახავს ოთხი სხვადასხვა სხეულის მასებს და კინეტიკურ ენერგიებს. რომელ ორ სხეულს აქვს მოდულით ტოლი იმპულსები?
- 8. ამოცანა 8 გლუვი დახრილი სიბრტყის ფუძე 8 მ-ის ტოლია, სიმაღლე კი 6 მ-ის (იხ. ნახ.). დახრილ სიბრტყეზე მოსრიალებს ძელაკი. განსაზღვრეთ ძელაკის აჩქარება. (თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა g.)
- 9. ამოცანა 9 ρ სიმკვრივის სითხეში ჩაძირული m მასის სხეული ჭოჭონაქების სისტემით გაწონასწორებულია m/5 მასის საწონით (იხ. ნახ.). განსაზღვრეთ სხეულის სიმკვრივე.
- 10. ამოცანა 10 ჭურჭელი, რომელშიც ასხია ρ სიმკვრივისა და h სიმაღლის სითხე, მოძრაობს ვერტიკალურად ქვემოთ მიმართული g/4 აჩქარებით, სადაც g თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა. განსაზღვრეთ სითხის წნევა ჭურჭლის...
- 11. ამოცანა 11 სკოლისაკენ მიმავალ მოსწავლეს გზაში გაახსენდა, რომ სახლში დარჩა რვეული. ის შინ დაბრუნდა და შემდეგ ისევ წავიდა სკოლისაკენ. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი გრაფიკი შეიძლება გამოსახავდეს...
- 12. ამოცანა 12 ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. რისი ტოლია აჩქარების გეგმილი t=2 წმ მომენტში?
- 13. ამოცანა 13 ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. რისი ტოლია გადაადგილების გეგმილი დროის (0 წმ, 7 წმ) შუალედში?
- 14. ამოცანა 14 6v და 8v სიჩქარეებით ურთიერთმართობულ წრფეებზე მოძრავი ტოლი მასის ორი სხეული შეეჯახა და შეეწება ერთმანეთს. განსაზღვრეთ შეწებებული სხეულების სიჩქარე.
- 15. ამოცანა 15 ჯერ ამპერმეტრით ვზომავთ დენის ძალას გამტარში, შემდეგ ვოლტმეტრით ვზომავთ ძაბვას გამტარის ბოლოებს შორის. რომელია მცდარი მტკიცება? I. ვოლტმეტრის წინაღობა გამტარის წინაღობაზე ბევრად ნაკლები...
- 16. ამოცანა 16 ნახატზე გამოსახულ წრედის უბანზე ყველა რეზისტორის წინაღობა ერთმანეთის ტოლია. განსაზღვრეთ ჩამრთველის ჩართვის შემდეგ უბნის წინაღობის შეფარდება ჩამრთველის ჩართვამდე მის წინაღობასთან.
- 17. ამოცანა 17 ნახატზე გამოსახულ წრედში R წინაღობის გამტარში დენის ძალაა I. განსაზღვრეთ დენის ძალა AB უბანზე.
- 18. ამოცანა 18 ნახატზე გამოსახულია დენის წყაროს მომჭერებზე ძაბვის დამოკიდებულება წყაროში დენის ძალაზე. განსაზღვრეთ დენის ძალა მოკლე ჩართვისას.
- 19. ამოცანა 19 წერტილოვანი მუხტის ველში a წერტილიდან b წერტილში გადაადგილებისას ველის პოტენციალი გაიზარდა 50% -ით. რამდენი პროცენტით გაიზარდა ველის დაძაბულობის მოდული?
- 20. ამოცანა 20 მათემატიკური ქანქარას ბურთულა შეცვალეს 4-ჯერ მეტი მასის ბურთულით. რა დაემართა რხევის პერიოდს?
ოცივე დავალება ამოხსნებით და ერთეულების შემოწმებით ტესტის პულტშია, გვერდის ზემოთ. ვრცლად: ფიზიკა - ყველა ტესტი და ფიზიკა - საგნის გზამკვლევი.