ბიოლოგია · ტესტები
ბიოლოგიის ტესტები პასუხებით
ბიოლოგიის ტესტი ცოდნის მოცულობას ამოწმებს - უჯრედიდან ეკოსისტემამდე. სწორედ ამიტომ აქ ყველაზე მეტს ის იგებს, ვინც შეცდომებს თემატურად აჯგუფებს და არა უბრალოდ ხელახლა კითხულობს.
ბიოლოგია - ტესტი
ტერმინები, პროცესები, სქემები, გენეტიკა, უჯრედი და ეკოლოგია.
38 დავალებაპასუხებითახსნებით
დაწყება
როგორ ვარჯიშობს ბიოლოგიის ტესტი
ბიოლოგიაში კითხვების დიდი ნაწილი ტერმინის ზუსტ მნიშვნელობაზეა დამოკიდებული. თუ პასუხი ვერ აირჩიე, ხშირად პრობლემა ცოდნაში კი არა, ორი მსგავსი ტერმინის აღრევაშია. ტესტის შემდეგ სწორედ ეს წყვილები ჩამოწერე ცალკე - მიტოზი და მეიოზი, ჰომოზიგოტა და ჰეტეროზიგოტა და ასე შემდეგ.
პროცესი ნაბიჯებად დაყავი: რა იწყება, რა ხდება, რით მთავრდება.
სქემაზე ჯერ ნაწილები ამოიცანი, შემდეგ კავშირები.
ტერმინი ყოველთვის ფუნქციასთან ერთად დაიმახსოვრე.